zurück

მთავარი

ბიოგრაფია

პრესა

ვიდეო

მუსიკა

პროეკტები

კალენდარი

ფოტოგალერეა

გამოძახილები

კონტაკტი

დაიბადა თელავში. ოთხი წლისამ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. უკვე 14 წლის ასაკში მოიპოვა თავისი პირველი გამარჯვება რეგიონს გარეთ, თბილისში გამართულ კონკურსში. მომდევნო წელს მან სწავლა განაგრძო თბილისში, ნიჭიერ ბავშვთა მუსიკალურ ათწლედში. ეს წლები აღსანიშნავი იყო მრავალფეროვანი სოლოკონცერტებითა და გამოსვლებით რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

მისი კარიერის ნიშანსვეტს წარმოადგენს სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფ. ვანდა შიუკაშვილის კლასში და ასევე მისი აღიარება სტუდენტთა შორის ერთ-ერთ საუკეთესო კლასიკურ პიანისტად.

მარჯვენა ხელის ნეკათითის დაზიანების შემდეგ, რაც მისთვის, პირველყოვლისა, როგორც კლასიკური პიანისტისთვის საბედისწერო შედეგებით დასრულდა, პაატა ხუთი წლის განმავლობაში დიდი წარმატებით მუშაობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში საფილმო და სასცენო მუსიკის არანჟიორად. ამ პერიოდში მან თავისთვის აღმოაჩინა იმ დროისთვის მკაცრად აკრძალული ჯაზი ოსკარ პეტერსონის ჩანაწერების მეშვეობით. სრულიად ახალი სამყარო გადაეშალა მას თვალწინ.

თავისუფლებისაკენ სწრაფვამ - როგორც ფიზიკური ისე მუსიკალური თვალსაზრისით - იგი გერმანიაში ჩაიყვანა 1991 წელს, სადაც მან თავისი მეორე მუსიკალური სამშობლო ჰპოვა ჯაზში. ამიერიდან იგი დიდად აფასებდა საზღვარდაუდებელი დაკვრის განსაკუთრებულ ხიბლს. ამგვარი დაკვრისას მან ოსტატობის უმაღლეს დონემდე აიყვანა თავისი ძლიერი გატაცება - იმპროვიზირება კლასიკური და ჭაზური მუსიკის თემებზე - რასაც იგი ოდენ მოცემულ წამში არსებული განწყობილებიდან ჰქმნის.

მისი ბახის იმპროვიზაციები ვიტალურობის, ვირტუოზობის და ხელოვნების ღრმა წვდომის დადასტურებაა. აღნიშნული თვისებებით ხასიათდება აგრეთვე მისი საკუთარი კომპოზიციების და არანჟირების არსებითი შემადგენელი ნაწილები.

პაატა დემურიშვილი არის კომპოზიტორი და პიანისტი, რომელმაც მიზნად დაისახა ჯაზის ენით გამოხატოს მუსიკის სრულიად განსხვავებული ჟანრები. მისი კონცერტები სრულიად სამართლიანად და მკაფიოდ არის შეფასებული პრესაში როგორც უბრალოდ "სულის წამღები"

2003 წლიდან 2007 წლამდე იგი მუშაობდა ჭაზისა და კლასიკის დოცენტად მანჰაიმის სახელმწიფო უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში.

2007 წლიდან მოყოლებული იგი გაძლიერებულად მუშაობს თავის სოლოკარიერაზე და მართავს იმპროვიზირებულ სოლოკონცერტებს.

მთავარი

ბიოგრაფია

პრესა

ვიდეო

მუსიკა

პროეკტები

კალენდარი

ფოტოგალერეა

გამოძახილები

კონტაკტი